
|
| მოგესალმებით ჩვენს საიტზე! |
მეწარმეთა მომსახურების ბიზნეს-ცენტრი შპს "ტბა და კომპანია" დარეგისტრირებულია თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიერ "მეწარმეთა შესახებ" კანონის შესაბამისად 2007 წლის 13 ივლისს. საიდენტიფიკაციო ნომერი 206290271.
ჩვენი ბიზნეს-ცენტრი მეწარმეებს სთავაზობს მომსახურების გარკვეულ სახეებს, კერძოდ, ჩვენი ფირმის ერთ-ერთი ძირითადი პროფილია მეწარმეების საბუღალტრო მომსახურება.
ჩვენთან ურთიერთობა მაქსიმალურად შეგიმცირებთ:
• შეცდომების დაშვების ალბათობას ----- ვინაიდან, ჩვენთან ასე თუ ისე გაურკვეველ, საეჭვო ნებისმიერ საკითხზე არის საშუალება კონსილიუმის მოწყობის და საეჭვო საკითხების სხვადასხვა აზრის გათვალისწინებით გადაწყვეტისა; აგრეთვე, ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობაში ხშირ ცვლილებებს. ყოველივე ძნელად თუ მოხერხდება ერთი ბუღალტრის დაქირავების შემთხვევაში.
• ბუღალტრული შეცდომებისა და უზუსტობების გამო ფინანსური დანახარჯების გაზრდის რისკებს ----- ვინაიდან, ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენს მიერ ბუღალტრული შეცდომის დაშვების ან უყურადღებობის შედეგად, სახელმწიფოსთან წარმოშობილ ფინანსურ ვალდებულებაზე პასუხისმგებლობა გადმოდის ჩვენზე (სხვა შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა გაკისრიათ თქვენ).
__________________________________________________________________ |
|

|